დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390120000.10.003.019789 |
|
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად დაინტერესებული პირი შეარჩიოს ინტერესთა გამოხატვის გზით. ამ მიზნით, მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების პირობებსა და კანდიდატებისათვის წარსადგენ სავალდებულო მოთხოვნებს. კომისიის მიერ დადგენილი პირობებითა და მოთხოვნებით შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდება მართვის ორგანოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირთა მიერ ინტერესი გამოხატული უნდა იქნეს ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. დაინტერესებულ პირთაგან გამარჯვებულს კონკურენტული შერჩევის წესით გამოავლენს კომისია. რამდენიმე კანდიდატის მიერ ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ერთნაირი პირობების წარმდგენ კანდიდატებს განუსაზღვრავს ვადას დამატებითი წინადადებების წარსადგენად. შეთავაზებული წინადადებებიდან საუკეთესოს გამოავლენს კომისია. 22. დაინტერესებულ პირს განსახორციელებელი ტყის მოვლის ღონისძიებების სანაცვლოდ შესაძლებელია საკუთრებაში გადაეცეს ამ ღონისძიებების შედეგად მოპოვებელი მერქნული რესურსი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი გადაიხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის − მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში − პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის − მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის მოვლის ღონისძიების სახით გათვალისწინებულია სანიტარიული ჭრის განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები