„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის N50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის N50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016218
18/04
15/02/2017
ვებგვერდი, 15/02/2017
220010040.18.011.016218
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის N50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №18/04

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/05/2013; ს/კ: 220010040.18.011.016094) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული ბანკი პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების, ასევე, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე აწარმოებს ელექტრონულ რეესტრს, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ნომრის თაობაზე.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ელექტრონულ რეესტრში, აგრეთვე მიეთითება არარეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, მისი მიღების თარიღი და სტატუსის გაუქმების საფუძველი, ხოლო რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შემთხვევაში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, მისი მიღების თარიღი და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს არარეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შემთხვევაში ელექტრონულ რეესტრში, ხოლო რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შემთხვევაში ელექტრონულ რეესტრში ან/და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე