დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01114/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 14/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.58.070.016049 |
|
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 364 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17.04.2013, 010320010.58.070.016011) დამტკიცებულ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მეორე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ტესტი - ინსტიტუტის მიერ კანდიდატებისთვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი.“; |
2.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.კურსის გავლის პირობები დგინდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.“. |
3.
მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ასწორებს გამოცდების შედეგებს (გარდა ელექტრონული ფორმით ტესტირებისა)“. |
4.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების სახით, წერითი ან ელექტრონული ფორმით.“. |
5.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წერითი ფორმით სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კანდიდატის ტესტი საგამოცდო კომისიის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.“. |
6.
მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. სასერტიფიკაციო გამოცდის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში ტესტი სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები