სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

  • Word
სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/02-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 07/02/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
06/02-რ
07/02/2017
ვებგვერდი, 14/02/2017
სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  № 06/ 2-რ

2017  წლის 7 თებერვალი 

ქ. თბილისი

სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“ -ს  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“   ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს   დაზღვევის   სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის 09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  სსიპ  საქართველოს  დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის თანახმად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“-ს   (საიდენტიფიკაციო კოდი: 404912378, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 012007) რეგისტრაცია.

2. დაევალოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება .

3.  ამ  ბრძანების  გასაჩივრება  შეიძლება  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                     კ. სულამანიძე