დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადაზღვევო ბროკერ შპს „ეი ჯი ვი ჩეხ რეპაბლიკ“–ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/3-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 07/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 06/ 3-რ
2017 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერ შპს „ეი ჯი ვი ჩეხ რეპაბლიკ“-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად ,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს „ეი ჯი ვი ჩეხ რეპაბლიკ“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 404868951, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N 012003) რეგისტრაცია.
2. დაევალოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კ. სულამანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები