დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადაზღვევო ბროკერ შპს „Best Brokerage“–ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/1-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 07/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 06/1-რ
2017 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერ შპს „Best Brokerage“-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს „Best Brokerage“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 400033058, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N 012009) რეგისტრაცია.
2. დაევალოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება .
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი , №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კ. სულამანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები