დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.019787 |
|
„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2015, 440050000.10.003.018416) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი – საბჭოს წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე – საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე – საბჭოს წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი – საბჭოს წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია – საბჭოს წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი – საბჭოს წევრი; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში – საბჭოს წევრი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია - საბჭოს წევრი; ბიზნესწარმომადგენელი – გიორგი ბაჩიაშვილი – შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“ (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი; ბიზნესწარმომადგენელი – ლევან კილაძე – შპს „ლემონდუს“ მფლობელი – საბჭოს წევრი; ბიზნესწარმომადგენელი – პაპუნა ტოლიაშვილი - შპს „სინერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი – საბჭოს წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი – გიორგი კვესიტაძე – საბჭოს წევრი; სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე – ნიკოლოზ გოგილიძე – საბჭოს წევრი; სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – მარინე ჩიტაშვილი - საბჭოს წევრი; მეცნიერი – გია დვალი – საბჭოს წევრი; მეცნიერი – დავით ფრანგიშვილი – საბჭოს წევრი; მეცნიერი – ზაზა შათირიშვილი – საბჭოს წევრი; მეცნიერი – მერაბ კოკაია – საბჭოს წევრი; სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ავთანდილ კასრაძე - საბჭოს მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები