„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.019787
78
13/02/2017
ვებგვერდი, 14/02/2017
440050000.10.003.019787
„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/02/2015, 440050000.10.003.018416) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია – საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი – საბჭოს წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე – საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე  –  საბჭოს წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი – საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია – საბჭოს წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო – საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი – საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში – საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – გიორგი ბაჩიაშვილი – შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – ლევან კილაძე – შპს „ლემონდუს“ მფლობელი – საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – პაპუნა ტოლიაშვილი - შპს „სინერჯი ჯგუფის“  დამფუძნებელი – საბჭოს წევრი;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი – გიორგი კვესიტაძე – საბჭოს წევრი;

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე – ნიკოლოზ გოგილიძე – საბჭოს წევრი;

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი –  მარინე ჩიტაშვილი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი – გია დვალი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – დავით ფრანგიშვილი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – ზაზა შათირიშვილი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – მერაბ კოკაია – საბჭოს წევრი;

სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  – ავთანდილ კასრაძე -  საბჭოს მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი