„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017284
30/ნ
17/02/2017
ვებგვერდი, 20/02/2017
430010000.22.022.017284
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2017 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ, 163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს შემდგომი პროფესიული სპეციალიზაციები:

1.     010151 მეაბრეშუმე;

2.     010156 მეჩაიე;

3.     010160 საკვებმწარმოებელი;

4.     010162 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტექნიკოსი;

5.     010163 სანერგე მეურნეობის სპეციალისტი;

6.     010351 კინოლოგი;

7.     010355 თევზის მრეწავი;

8.     010356 ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსი;

9.     010357 ინკუბაციის ოპერატორი;

10.   010358 მეცხოველეობის ნედლეულის პირველადი დამმუშავებელი;

11.   010359 ცხოველთა კვების ოპერატორი;

12.   010360 ბერეიტორი (ცხენის მომთვინიერებელი, მწვრთნელი);

13.   010361 ცხოველების მომვლელი;

14.   010452 თევზგადამმუშავებელი;

15.   010454 პურპროდუქტების მწარმოებელი;

16.   010455 ხორცპროდუქტების გადამმუშავებელი;

17.   010456 ყველის მწარმოებელი;

18.   010457 მცენარეების გადამმუშავებელი;

19.   010458 შაქრის მწარმოებელი;

20.   010460 ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი;

21.   010461 დეგუსტატორი (ღვინის, ჩაის და ა.შ.);

22.   010464 ხაბაზი;

23.   010552 ტყისმცველი;

24.   010553 ტყის გაშენების ტექნიკოსი;

25.   010554 ტყის პათოლოგისტ-ტექნიკოსი;

26.   010555 მონადირე;

27.   020251 კომერციული აგენტი;

28.   020252 სავაჭრო ბროკერი (უძრავი ქონების და ა.შ.);

29.   020351 შესყიდვების აგენტი;

30.   020354 გადამზიდავი (ექსპედიტორი);

31.   020358  საკადრო საქმის მწარმოებელი;

32.   020359  დოკუმენტბრუნვის მწარმოებელი;

33.   020362 ტელერადიოპროდიუსერი;

34.   020451  (ფასიანი ქაღალდების) ბროკერი;

35.   020452  (ფასიანი ქაღალდების) დილერი;

36.   030252  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირის დამხმარე-ინსტრუქტორი;

37.   030253  ავტომობილის მართვის ინსტრუქტორი;

38.   040253  ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსი;

39.   040352  მიკროპროცესორული ტექნიკის სპეციალისტი;

40.   040354  ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ტექნიკოსი;

41.   040551  ავტოგაზგასამართი სადგურის ტექნიკოს-ოპერატორი;

42. 040552  თბოელექტროსადგურის საქვაბე საამქროსა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ოპერატორი;

43.   040553  თბოტექნიკოსი;

44.   040554  ჰიდროელექტრო- და სატუმბი სადგურების  ოპერატორი;

45. 040555  ჰიდროენერგეტიკული დანადგარებისა და მილსადენი სისტემების ოპერატორ-მემონტაჟე;

46.   040556  დისპეტჩერული მოწყობილობების და ავტომატიკის სპეციალისტი;

47.   040560  ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო ქსელების ექსპლუატაციის ტექნიკოსი;

48.   040656  მეიზოლაციე;

49. 040657  მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების დამამზადებელი-მემონტაჟე;

50.   040658  მეტალოკრამიტისა და რბილი სახურავების მომწყობი;

51.   040660  სამშენებლო კონსტრუქციების მემონტაჟე;

52.   040661  ბორდიურისა და მოკირწყვლის სპეციალისტი;

53.   040662  სადრენაჟო სისტემების სამუშაოთა სპეციალისტი;

54.   040663  ხურო;

55.   040664  იატაკის მომწყობი;

56.   040666  მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო ნაგებობების მშენებელი;

57.   040670  წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი;

58.   040672  თბოაირმომარაგება-ვენტილაციის ტექნიკოსი;

59.   040674  გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემის მემონტაჟე;

60.   040677  ჰიდრავლიკის ტექნიკოსი;

61.   040678  აეროპორტების მშენებლობის ტექნიკოსი;

62.   040757  მემანქანე;

63.   040763  რკინიგზის ლიანდაგის მომსახურების მანქანების ოპერატორი;

64.   040764  საბაგირო გზების ექსპლუატაციის ოპერატორი;

65.   040765  საბაგირო გზების მონტაჟისა და რემონტის ტექნიკოსი;

66.   040771  მეთუნუქე- მღებავი;

67.   040773  ავტომობილის მძღოლი (სხვადასხვა კატეგორია);

68.   040774  ექსკავატორის მემანქანე;

69.   040852  მეჩარხე;

70.   040856  სასოფლო-სამეურნეო საშუალებების ტექნიკოსი;

71.   040860  ლიფტების ელექტრომექანიკოსი;

72.   040956  მეავეჯე;

73.   041051  ბაქტერიოლოგიური ანალიზის ლაბორანტი;

74.   041054  მინისა და კერამიკის ნაწარმის დეფექტოლოგი;

75.   041058  ქიმიური წარმოების მეაპარატე სპეციალისტი;

76.   041063  ბიოტექნოლოგიური წარმოების სპეციალისტი;

77.   041251  ლითონების ჩამომსხმელი;

78.   041253  გრავირების სპეციალისტი;

79.   041254  ინკრუსტრირების სპეციალისტი;

80.   041255  მოსევადების სპეციალისტი;

81.   041256  საყოფაცხოვრებო ფილიგრანული ნაკეთობების სპეციალისტი;

82.   041257  ფურცლოვანი ლითონის ჭედურობის სპეციალისტი;

83.   041260  ამდიდავი;

84.   041261  მტვიფრავი;

85.   041262  მგლინავი;

86.   041263  მჭედელი;

87.   041265  მეყალიბე, მეკოპე, მემოდელე;

88.   041267  პრეციზიული სხმულების სპეციალისტი;

89.   041269  სხმულის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი;

90.   041353  გაზის მეურნეობის უსაფრთხოების სპეციალისტი;

91.   041354  ლითონების ჭრისა და შედუღების უსაფრთხოების სპეციალისტი;

92.   041355  მანქანათმშენებლობის საწარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი;

93.   041356  მეტალურგიული მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი;

94.   041358  სამშენებლო მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი;

95.   041361  საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის სპეციალისტი;

96.   041363  სამთოტექნიკის უსაფრთხოების აეროლოგი;

97.   041456  სანახელაო ქვების დამუშავების სპეციალისტი;

98. 041458  ნავთობის, გაზისა და თერმული წყლის მომპოვებელი ჭაბურღილების ოპერატორი;

99.   041460  მიწისქვეშა სამუშაოთა ტექნიკოსი;

100. 041552  სარწყავი და დამშრობი სისტემების ტექნიკოსი;

101. 041554  სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების  ტექნიკოსი;

102. 041652  ბორტოპერატოპორი;

103. 041653  ბორტრადისტი;

104. 041656  საფრენი აპარატების რადიომოწყობილობების მომსახურების ავიატექნიკოსი;

105. 041657  ფრენების უზრუნველყოფის რადიონავიგაციური სისტემების მომსახურების ავიატექნიკოსი;

106. 041658  ფრენების უზრუნველყოფის რადიოლოკაციური მოწყობილობების მომსახურების ავიატექნიკოსი;

107. 041659  საჰაერო მოძრაობის მართვის მოწყობილობების მომსახურების ავიატექნიკოსი;

108. 041660  საწვავ-საპოხი მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და ჩართვის ტექნიკოსი;

109.  041662  ფრენების შუქტექნიკური და ელექროტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ავიატექნიკოსი;

110.     041663  საჰაერო გადამზიდავი;

111.     050251  ფიზიკა-მექანიკური გამომცდელი (ლაბორანტი);

112.     050252  სპექტრული ანალიტიკოსი;

113.     050253  ულტრაბგერითი ტექნიკოსი;

114.     050254  დოზიმეტრისტი;

115.     050255  ასტრონომ-დამკვირებელი;

116.     050256  გეოფიზიკის ტექნიკოსი;

117.     050257  ჰიდროლოგიის ტექნიკოსი;

118.     050258  რადიომეტრისტი;

119.     050259  რადიოლოკაციის ტექნიკოსი;

120.     050651  ბიოტექნიკოსი;

121.     050551  კარტოგრაფ-ტექნიკოსი;

122.     050553  ჰიდრომეტეოროლოგ-ტექნიკოსი;

123.     070352  ფოტორეპორტიორი;

124.     070851  არქივარიუსი;

125.     ჰ080153 ხმის რეჟისორი/ოპერატორი;

126.     080155  კინოტელემექანიკოსი;

127.     080156  ხმის გამფორმებელი;

128.     080158  გამრთობ-ანიმატორი (საცირკო-საესტრადო, ილუზიონისტი);

129.     080351  სცენის ტექნოლოგ-დიზაინერი;

130.     080353  ლითონის დეკორატიული დამუშავების  სპეციალისტი;

131.     080354  ჭედურობის ოსტატი;

132.     080358  მინის ვიტრაჟის ამწყობი;

133.     080370  მანიკიურისა და პედიკიურის სპეციალისტი;

134.     080372  სპექტაკლის ატრიბუტიკის დიზაინერი;

135.     080373  ინტერიერის კომპიუტერული კონსტრუირების სპეციალისტი;

136.     080374  დეკორატიული გაფორმების სპეციალისტი;

137.     080378  სცენის მულტიმედია-დიზაინერი;

138.     080451  სცენის მემანქანე;

139.     080452  მხატვარ-გრიმიორი;

140.     080453  მხატვარ-გამნათებელი;

141.     080454  მასობრივ სანახაობათა რეჟისორი;

142.     080455  თეატრის დეკორატორ-ტექნიკოსი;

143.     080457  სასცენო ხელოვნების ოსტატი;

144.     080551  საესტრადო მუსიკის შემსრულებელი;

145.     080557  მუსიკალური ინსტრუმენტების შემკეთებელი;

146.     080652  მხატვარ-ბუტაფორი;

147.     080653  მხატვრული გამფორმებელი;

148.     080654  პლასტიკოს-ტექნოლოგი;

149.     080656  გრაფიკული ბეჭდვის ტექნოლოგი;

150.     080753  თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივის ორგანიზატორი;

151.     090152  ოპტიკოსი;

152.     090153  სამედიცინო კოსმეტოლოგი;

153.     090652  აკუპუნქტურისტი;

154.     090653  პროთეზისტი;

155.     090654  სილამაზის (სპა) თერაპევტი;

156.     090655  კოსმეტიკოსი;

157.     110152  მემაკეტე;

158.     110651  არქიტექტურული დეტალების რესტავრატორი;

159.     110652  ფერწერული ნამუშევრების რესტავრატორი;

160.     110653  ქსოვილების რესტავრატორი;

161.     110654  ხის დეტალების რესტავრატორი;

162.     110655  პოლიგრაფიული ნაწარმის რესტავრატორი;

163.     110751  სოციალური მუშაკი;

164.     111252  მსაჯი (სახეობის დაკონკრეტებით);

165.     111253  მაშველი;

166.     111254  მყვინთავი;

167.     111255  მეხანძრე - მაშველი;

168.     111053  სტივიდორი;

169.     112057  მიმტანი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა