დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200/46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016459 |
|
შეთანხმება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა – ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამაში (2014 – 2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ |
საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით, და ევროკომისია, შემდგომში წოდებული, როგორც „კომისია“, ევროკავშირის სახელით, შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, იმის გათვალისწინებით, რომ (1) ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ¹, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (ასოცირების შესახებ შეთანხმება) 381-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ყველა მიმდინარე და სამომავლო პროგრამაში, რომელიც ღია იქნება საქართველოს მონაწილეობისათვის ამ პროგრამების მიმღები შესაბამისი დებულებების თანახმად. (2) ევროკავშირის პროგრამებში (ოქმი III) საქართველოს მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო-შეთანხმების თაობაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების III ოქმის მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თითოეულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, კერძოდ, გადასახდელი ფინანსური კონტრიბუცია, ასევე, ანგარიშების წარდგენა და შეფასების პროცედურები, განისაზღვრება საქართველოსა და კომისიის კომპეტენტურ უწყებებს შორის შეთანხმების გზით. (3) ოქმი III დროებით გამოიყენება 2014 წლის 1 სექტემბრიდან. (4) 2013 წლის 11 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა და საბჭომ მიიღო რეგულაცია EU N1291/20132, რომელიც შეეხება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ პროგრამას „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა“ (2014-2020) ( „პროგრამა“). (5) პროგრამა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ევროპის კვლევითი სივრცისა და ინოვაციის კავშირის განხორციელებაში. (6) რეგულაციის (EU) N1291/2013 მე-7 (2) მუხლის შესაბამისად, „ჰორიზონტი 2020“-ში ასოცირებული ქვეყნების მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, მათ შორის ფინანსური კონტრიბუცია, რომელიც დაეფუძნება ასოცირებული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს, უნდა განისაზღვროს ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების გზით. თანხმდებიან შემდეგზე: |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები