“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.170.016004
  • Word
9
03/02/2017
ვებგვერდი, 14/02/2017
000000000.00.170.016004
“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №9

03.02.2017 წელი

ქ. ზუგდიდი

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. შეტანილ იქნას ცვლილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რევაზ ლაღიძის შესახვევს მიენიჭოს რევაზ თაბუკაშვილის შესახვევის სახელი, რევაზ ლაღიძის ჩიხს მიენიჭოს რევაზ თაბუკაშვილის I ჩიხის სახელი, ხოლო რევაზ თაბუკაშვილის ჩიხს მიენიჭოს რევაზ თაბუკაშვილის II ჩიხის სახელი (დანართი №11).

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქ. N12.)

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                              გიორგი თოდუა