„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.019784
75
09/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
340080000.10.003.019784
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2017 წლის 9 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2015, 340080000.10.003.018847) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06).“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის:“

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის შემდეგი აღჭურვილობის გადაცემას:

ა) ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;

ბ) თაფლის საწური (ციბრუტი);

გ) სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის მასალისგან დამზადებული თაფლის შესანახი ავზი;

დ) ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;

ე) ფიჭის ანათლის ავზი;

ვ) ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება თანადაფინანსებით, გრანტის სახით, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის გადაცემა მათი ღირებულების 30%-ის ოდენობით.

2. იმ მონაწილეებს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ღირებულების 20%-ის ოდენობით.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ მონაწილეებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ღირებულების 20%-ის ოდენობით.“;

დ) მე-6 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაწილეებს გადაეცემათ:

ა) საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა;

ბ) ერთი  ცალი  12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი);

გ) თაფლის შესანახი 40, 60 და 220-ლიტრიანი ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს. მონაწილეს შეუძლია, მოითხოვოს არაუმეტეს 11 ცალი 40-ლიტრიანი და 11 ცალი 60-ლიტრიანი ავზისა;

დ) ერთი ცალი ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;

ე) ერთი ცალი ფიჭის ანათლის ავზი;

ვ) ერთი ცალი ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.“;

ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თაფლის საწურების (ციბრუტების), თაფლის შესანახი ავზების,  ფიჭის ასათლელი დანის ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზის და ელექტროდენის ძაბვის გადამყვანის 220V-დან 12V-ზე მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არანაკლებ 400 ფუტკრის სკისა. ხოლო იმ პრეტენდენტს, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა თაფლის საწური (ციბრუტი) და თაფლის შესანახი ავზი იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 400-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არანაკლებ 800 ფუტკრის სკისა.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრეტენდენტმა პროგრამაში რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;

ბ) ამონაწერი სსიპ − შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

გ) მიღება-ჩაბარების აქტები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და თაფლის შესანახი ავზები.“;

თ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, პროგრამისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.“;

ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წლის ვადაში უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ოჯახების განთავსება;“;

კ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) წარუდგინოს სააგენტოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი