დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 07/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016010 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 65-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას;“. 2. 117-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. უმაღლესი საბჭო თავად იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
7 თებერვალი 2017 წ. ქ. თბილისი N240-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები