დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 03/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №299
2004 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის 5.4. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.5. პუნქტი:
„5.5. ინფორმაცია სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობისათვის ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები