„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016435
6
15/02/2017
ვებგვერდი, 16/02/2017
360160000.22.023.016435
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №165 ბრძანებაში (სსმ, 31/12/2014, 360160000.22.023.016288) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.“.

 

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან რეესტრში აღირიცხება ინფორმაცია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ.“.

 

4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ერთიან რეესტრში შეიტანება:

ა) ინფორმაცია:

ა.ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში წარდგენილი განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) შესახებ:

ა.ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველი განზრახული ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ სამინისტროში წარდგენილი შეტყობინების (შემდგომში – შეტყობინება) შესახებ;

ა.გ)  განაცხადის/შეტყობინების შემტანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

ბ) განაცხადის/შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი;

გ) შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სრული დასახელება;

დ) ინფორმაცია პირების შესახებ, რომელთაც მიიღეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია ან თანხმობა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე;

ე) ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რომელშიც აღწერილია შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;

ვ) ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები;

ზ) ცნობები შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ;  

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.”.

 

5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ერთიან რეესტრში, 2 დღის ვადაში, შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შემთხვევაში:

ა.ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ ლიცენზიის ნომერი;

ა.ბ) საქმიანობის განმახორციელებლის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;

ა.გ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია;

ა.დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო ნომერი, დასახელება და მახასიათებლები.

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას – ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის სარეგისტრაციო ნომერი.“.

 

6. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ამოიღოს ერთიანი რეესტრიდან – რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;”.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი