ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლეო კვაჭაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლეო კვაჭაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016230
  • Word
39
03/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
000000000.00.101.016230
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლეო კვაჭაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №39

2017 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლეო კვაჭაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ლეო კვაჭაძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 გიორგი ალიბეგაშვილი