ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის რეჟისორი ნუცა ღოღობერიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის რეჟისორი ნუცა ღოღობერიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016223
  • Word
32
03/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
000000000.00.101.016223
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის რეჟისორი ნუცა ღოღობერიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №32

2017 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ჩიხს და ორ გასასვლელს მიენიჭოს რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      გიორგი ალიბეგაშვილი