დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს„ქუთაისის რძის კომბინატი“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ქუთაისის რძის კომბინატი" |
| მიღების თარიღი | 08/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ქუთაისის რძის კომბინატის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 01 მარტს 12:00 საათზე. ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2017 წლის 01 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” მიერ სს „ხალიკ ბანკი საქართველოდან” ან/და საქართველოში არსებული ნებისმიერი კომერციული ბანკებიდან 200 000 (ორასი ათასი) ლარის (ლარამდე) იპოთეკური სესხის (კრედიტის) აღება და ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხის (კრედიტის) უზრუნველსაყოფად სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების/ქონებების, მდებარე ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-1) საკადასტრო კოდი №03.05.22.428 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-2) საკადასტრო კოდი №03.05.22.429, იპოთეკით დატვირთვა.
2) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” აქციონერის, საწესდებო კაპიტალის 11.77182 % მფლობელის მარინე ქომეთიანის (პ/ნ 60001045515) მიერ, მისი კუთვნილი 11.77182 % აქციის უსასყიდლოდ ირაკლი ქომეთიანისათვის (პ/ნ 60002009003) საკუთრებაში გადაცემა და მარინე ქომეთიანისათვის და ირაკლი ქომეთიანისათვის შესაბამისი თანხმობის მიცემა.
3) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” წესდებაში ცვლილების შეტანა.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში : ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16-ში. ტელეფონი 597 222 037. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილეობის უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, მდებარე: ქ, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №74 ა.
სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი ქომეთიანი
(პ/ნ 60002009003)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები