„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016462
10
09/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
040030000.22.026.016462
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №10

2017 წლის 9 თებრვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 01/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016359) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეს.“.

2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31.დირექტორს სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

3. დებულების მე-3 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჰოსპიტლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (უცხოეთში მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილელა ჩიქოვანი