საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძა­ნებულებით დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 03/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.002.003
  • Word
298
30/07/2004
სსმ, 80, 03/08/2004
010.240.080.05.002.003
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძა­ნებულებით დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №298

2004 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირების ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნუსხა

იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი;

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

6. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

7. სახელმწიფო მინისტრი;

8. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;

9. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

10. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და მათი მოადგილეები;

11. საქართველოს მინისტრები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);

12. გენერალური პროკურორი;

13. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;

14. კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

17. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

18. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;

19. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

20. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები;

21. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეები;

22. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი;

23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

24. საიდუმლოების მფლობელი უწყებები, ორგანიზაციების და საწარმოების უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);

25. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების უმაღლესი სასწავლებლების რექტორები-უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);

26. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების, უწყებების ხელმძღვანელები (მათი მოვალეობის შემსრულებლები).“.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირების ნუსხა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნუსხა

იმ თანამდებობის პირებისა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი;

2. პარლამენტის თავმჯდომარე;

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

6. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

7. სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები;

8. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;

9. პარლამენტის კომიტეტების (კომისიების) თავმჯდომარეები;

10. საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები;

11. საქართველოს პარლამენტის წევრები;

12. მინისტრები, მინისტრების მოადგილეები;

13. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;

14. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორები და მათი მოადგილეები (სამსახურის უფროსი);

15. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის განყოფილების უფროსები, მთავარი მრჩევლები;

16. უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლეები;

17. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები;

18. კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები;

19. გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები;

20. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

21. სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, მისი მოადგილეები;

22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები;

23. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებებით აღჭურვილი თანამდებობის პირები;

24. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები;

25. თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში:

– შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;

– შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები;

– მინისტრის აპარატის უფროსი, მისი მოადგილეები;

– ჯარების სახეობათა სარდლები, მათი მოადგილეები;

– დეპარტამენტების უფროსები, მათი მოადგილეები;

– სამხედრო ნაწილების უფროსები, მათი მოადგილეები;

– ოპერატიული ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;

– სადაზვერვო ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;

26. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში:

– ქვეგანყოფილების უფროსები და ზემოთ;

– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;

27. შინაგან საქმეთა სამინისტროში;

– განყოფილების უფროსები და ზემოთ;

– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;

28. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში:

– განყოფილების უფროსები და ზემოთ;

– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;

29. მოკვლევის, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის უფლების მქონე უწყებათა პასუხისმგებელი თანამშრომლები;

30. სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი უწყებების, ორგანიზაციების, სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებების და საწარმოების უფროსები, მათი მოადგილეები;

31. სახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში საიდუმლო-სარეჟიმო განყოფილებების უფროსები, მათი მოადგილეები;

32. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურებისა და სტრუქტურული დანაყოფების პასუხისმგებელი პირები.”

მ. სააკაშვილი