,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 10/02/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.31.056.016048
27-უ.ს.რ.ს.
10/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
010320000.31.056.016048
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 28.12.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320000.31.056.016026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

2. დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (დანართი №1):

ა) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს აპარატის უფროსის   წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:   

„ვ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;“.

გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171

საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საზოგადოებისათვის, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს ფუნქციის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საზოგადოებაში უმაღლესი საბჭოს იმიჯის შექმნის ხელშეწყობა;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

დ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, პრესტურების, გამოფენების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;

ე) უმაღლესი საბჭოს ვებპორტალის თემატური წარმართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ვ) პრესრელიზების, მიმოხილვების, სტატიების, ბროშურების, ვიდეოპროდუქციის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელება;

ზ) უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტთა ყოველწლიური აკრედიტება;

თ) უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის  საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება;

ი) საზოგადოებრივი ურთიერთობების პროექტების მომზადება და ინიციირება;

კ) უმაღლეს საბჭოში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნა;

ლ) უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომების (სესიების) გაძღოლის კომპიუტერული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

მ) უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ნ) უმაღლესი საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის განთავსება უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე;

ო) უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

პ) უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად;

ჟ) უმაღლესი საბჭოს შიდა ღონისძიებების საპროტოკოლო მომსახურება;

რ) უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზაციულ-პროგრამული უზრუნველყოფა;

ს) უმაღლესი საბჭოს წევრთა სავიზო-საპასპორტო მომსახურება;

ტ) უმაღლეს საბჭოში ოფიციალური შეხვედრების სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანის უზრუნველყოფა;

უ) უმაღლესი საბჭოს წევრების საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ხელშეწყობა.“;

ზ) მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი

საბჭოს აპარატის სტრუქტურა

 

სტრუქტურული ერთეულის დასახელება

1

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი

2

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო

3

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის აპარატი

4

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატი

5

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატი

6

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის აპარატი

7

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის აპარატი

8

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატი

9

იურიდიული  და  საკადრო საკითხთა დეპარტამენტი

10

საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი

11

საერთო   დეპარტამენტი (საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის)

12

საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი

13

ბუღალტერია“.

 


მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა (რ. ბოლქვაძე) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაცია.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

10 თებერვალი 2017 წ.

N27-უ.ს.რ.ს.