„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 27/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.05.002.003
  • Word
288
26/07/2004
სსმ, 76, 27/07/2004
010.210.000.05.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №288

2004 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწილი, №17, 2004 წელი, მუხ. 167) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) დებულების მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საფინანსო-სამეურნეო სამსახური;“;

გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქარ­თველოს პრეზიდენტი.“;

დ) დებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

12. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.”;

ე) დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;“;

ვ) დებულების მე-13 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) განსაზღვრავს მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს;”;

ზ) დებულების მე-13 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კანდიდატურას;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2004 წლის 2 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი