დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „იბერჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023047 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №150
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „იბერჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „იბერჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი „სადმელი 2 ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები