დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023044 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №147
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, მოსაშვილის ქუჩა №26-ში, სარდაფში მდებარე 52.00 კვ.მ ფართი მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.11.022.002.01.500) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 7 000 (შვიდი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აა2“-ს (ს/კ: 405141537).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების დემონტაჟი;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, №01.14.11.022.002 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით აშენებული შენობა-ნაგებობის სარდაფში/ნახევარსარდაფში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ მითითებული სტანდარტების შესაბამისად, არანაკლებ 52.00 კვ.მ ფართის მქონე „სამოქალაქო თავშესაფრის“ მოწყობა, ფუნქციონირებისათვის მზადყოფნის მდგომარეობაში მოყვანა და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
3. შპს „აა2“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები