სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივის“ მიერ მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023034
  • Word
143
02/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
000000000.00.003.023034
სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივის“ მიერ მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №143

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივის“ მიერ მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა შპს „პერსპექტივამ“ (ს/კ: 404924276), „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის №2578 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის (ნედლეული, მაკომპლექტებელი ნაწილები – დეტალები და სხვა) სახელმწიფო შესყიდვა, 2017 წლის განმავლობაში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                       გიორგი კვირიკაშვილი