„იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის N18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016938
41
08/02/2017
ვებგვერდი, 08/02/2017
190040000.22.033.016938
„იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის N18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №41

2017 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016306) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

2. ბრძანებით დამტკიცებული „კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის" მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი.

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი, რომელიც წარმოადგენს ნებართვის მფლობელი რეორგანიზებული პირის სამართალმემკვიდრეს, უფლებამოსილია თამაშობის ზოგად წესში გაითვალისწინოს რეორგანიზებული პირის მიმდინარე გათამაშების ეტაპის აღწერილობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 7 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი