დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის დანერგვის მიზნით,ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023030 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №141
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის დანერგვის მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის განვითარების მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები