დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023027 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №140
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირის, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დაშავებული პირისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთათვის საჭირო სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო საშუალებების, სახარჯი მასალის, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები