დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023022 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №162
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, ცაბაძის ქუჩა №29-ის მიმდებარედ არსებული 360 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.14.051) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები