დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ − საზოგადოება ბილიკისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023011 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №161
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ − საზოგადოება ბილიკისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო), რომ ა(ა)იპ − საზოგადოება ბილიკს (ს/კ: 217889300 ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტით, გადასცეს ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქ. №20-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №69.08.60.078 შენობა-ნაგებობა №1, შენობა №2, შენობა №3 და შესაბამისი მიწის ნაკვეთი − 505.00 კვ. მ).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ქონებაში ა(ა)იპ − საზოგადოება ბილიკმა უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურების შექმნა და ფუნქციონირება, ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები