„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა დაგადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა დაგადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016303
6
06/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
210020010.35.166.016303
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა დაგადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10.07.2015, 210020010.35.166.016220.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №1 „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და მისი ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა თვეში შესაბამისი ზომის ერთეულის გათვალისწინებით:

 

 

 

იურიდიული პირი

 

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.03

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.15

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.05

4

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0.03

5

სასტუმროები

მომსახურების ერთეული

(ერთი საწოლი)

0.80

6

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

2,00

7

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.15

8

ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.25

9

სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები და მანეჟები

1 კუბ.მ ნარჩენზე

10.0

10

სასურსათო საქონლის

 მაღაზიები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.25

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.20

12

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის 1 კვ.მ

0.10

13

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართის  1 კვ.მ

0.06

14

ავტოსადგომები და საწყობები

საერთო  ფართის 1 კვ.მ

0.05

15

ავტოგასამართი  სადგურები და ავტოგასამართი კომპლექსები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.20

16

ავტომანქანების სარემონტო სადგურები. ტექ. მომსახურების ადგილები

საერთო ფართის 1 კვ.მ

0.20

 

17

აბანოები, საუნები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.10

18

სადალაქოები და სილამაზის სალონები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.50

19

რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები და სხვა კვების ობიექტები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

 

0.20

20

საცხობები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.20

21

ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.50

22

რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

საერთო ფართის 1 კვ.მ

0.15

23

საწარმოო დანიშნულების ობიექტები, რომლებიც საქმიანობას ეწევიან დახურულ ფართში

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0.20

 

24

ღია ტიპის საწარმოო დანიშნულების ობიექტები

საერთო ფართის 1 კვ.მ.

0,20

25

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

შენობის საერთო ფართის 1 კვ.მ

0,40

26

საკვირაო აგრარული ბაზრები

საერთო ფართის 1 კვ.მ

0,06

 

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი