დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023014 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №157
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №662 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლება მიეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საჭიროების შემთხვევაში, სახსრები მიმართოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები