„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016238
9
07/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
010250050.35.121.016238
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 7 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17.07.2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016102) და დანართი №1-ის – „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება; ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვა, რეაგირება და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გარე ვაჭრობისა და ავტოპარკირების ადგილების მოწესრიგება; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება.“

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N4 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის  №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი