დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016235 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5 000 ლარით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გაგრძელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები