,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016132
2
06/02/2017
ვებგვერდი, 09/02/2017
010250000.35.145.016132
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 010250000.35.145.016130) დამტკიცებული №1 და №4  დანართები შეიცვალოს ახალი №1 და №4 დანართებით და დაემატოს ახალი №5 დანართი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე



„დანართი №1
გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 01 01)


მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – ვეტერანთა და დევნილთა გარდაცვალებისას დაკრძალვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:

ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).


მუხლი 3. დახმარების მოცულობა
დაკრძალვისათვის დახმარების მოცულობა შეადგენს 500 ლარს.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.".



„დანართი №4
დევნილი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა

  (პროგრამული კოდი 06 01 12)


მუხლი 1. პროგრამის  მიზანი
პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება.

მუხლი 2. დევნილი  მოსახლეობისათვის  სურსათის  შესყიდვის  პროგრამა
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.

2. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:

ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);

ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას;

გ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის  მიწოდება.

3. სურსათის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.


მუხლი 3. დევნილი მოსახლეობისთვის გაზის გამათბობლების შესყიდვის პროგრამა
1. 2017 წელს სოფ. ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებაში, 100 ოჯახს დაუმონტაჟდება გაზის გამათბობლები.

2. გაზის გამათბობლების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 



დანართი №5
ერთჯერადი  ფულადი დახმარება  კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების  ზამთრის  სეზონისათვის  სათბობი  შეშის  შესაძენად  (პროგრამული კოდი  06 01 02)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი
კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. პროგრამა   უზრუნველყოფს  ზამთრის  სეზონისათვის  სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერად ფულად კომპენსაციას იმ  კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელი დასახლებებიც არ არიან უზრუნველყოფილნი ბუნებრივი აირის მიწოდებით, კერძოდ: ბებნისის  მეურნეობის, სოფ. საქაშეთის, სოფ. დოღლაურის, ქ. გორის (მის: შპს „ტურისტი“, ი. სუხიშვილის ქ. №63), ვარიანის მეურნეობის და სოფ. წინამძღვრიანთკარის  ტელევიზიის  I–II კორპუსების იძულებით  გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლებები. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენს 79 ოჯახს.

2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამ­­თ­რის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:

ა) 2017 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გასაცემ ფულადი დახმარების მოცულობას (ფულადი თანხის  მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);

ბ) 2017 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის შესაძენი თანხის გაცემა.


მუხლი 3. დახმარების მოცულობა
დახმარების მოცულობა შეადგენს ოჯახზე 200 ლარს. ".