დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.143.016411 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2017 - 04/07/2024)
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ. ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
|
| მუხლი 2 |
განისაზღვროს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები სახეობების მიხედვით:
ა) კაზინოს ( სამორინე) თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; ე) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20% . |
| მუხლი 3 |
დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები