„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ლიკვიდაციისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 22/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.003
  • Word
276
19/07/2004
სსმ, 74, 22/07/2004
040.030.000.05.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ლიკვიდაციისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №276

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ლიკვიდაციისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის № 74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15-16-17 მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) 2004 წლის 1 სექტემბრამდე.

2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს:

ა) აკადემიის ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრა;

ბ) აკადემიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით (სსმ III, №22, 2004 წლის 1 მარტი, მუხ. 207) დამტკიცებულ დებულებაში და დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები.“.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის შექმნისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 მაისის №175 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-3-4 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი