დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360150000.22.023.016433 |
|
„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 12/01/2017, ს/კ: 360150000.22.023.016430) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„მუხლი 9. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
1. დეპარტამენტის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტში სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი სამსახურის/სამმართველოს ხელმძღვანელი. 3. სააღსრულებო ფურცლის შევსება ხდება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №174 ბრძანებით დადგენილი წესით, ამავე წესით დამტკიცებულ ფორმაში, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები