დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016283 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2017 - 21/02/2017)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში –
გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილების შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში საკრებულოს აპარატის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს. |
მუხლი 2.
სარეორგანიზაციო განყოფილებები |
1. რეორგანიზაცია შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს – განყოფილებებს:
ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 2. რეორგანიზაციის მიზანია საკრებულოს აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირებით ან/და გადაადგილებით. |
მუხლი 3.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები |
1. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში.
2. რეორგანიზაციის განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუშაობას განაგრძობენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების შესაბამისად. 3. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) აპარატის დებულების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 15 თებერვლამდე; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება 2017 წლის 15 თებერვლამდე; გ) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე; დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომუშავე შვებულებაში მყოფი თანამშრომლების გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ; ე) ვაკანტურ თანამდებობებზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით. |
მუხლი 4.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები |
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები