დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016770 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016523) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: 8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.“.
2. 92-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. წინა და ახალი სამორიგეო ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ: ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი მოუწოდებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემზადოს შემოწმებისთვის; ბ) წინა ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრი აღებს საკნის კარებს, ბრალდებული/მსჯავრდებული, ამ ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოდის საკნიდან, საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის წევრები, რა დროსაც ჯგუფის წევრები: ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეცნობიან მათ პრობლემებსა და, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას; ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები