დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016772 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №52 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2015, 010340020.22.038.016467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება. მუხლი 10 1. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება.“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (ქსელური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) როუტინგი და სვიჩინგი, ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია; დ) ქსელური მოწყობილობების (Cisco, HP,Microtic) ადმინისტრირების ცოდნა; ე) ქსელური პროტოკოლების ცოდნა; ვ) მარშრუტიზაცია, VPN კავშირები, VLAN; ზ) ციფრული ტელეფონია (Asterisk სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება); თ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ი) CCNA ან CCNP სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად; კ) Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ლ) Linux ოპერაციული სისტემაზე დაფუძნებული საფოსტო სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მ) ვირტუალიზაციის პლატფორმა VMware ESX-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ნ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (ქსელური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი); ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება.“. 3. მე-13 მუხლის ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) Windows სერვერები;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VPN, NAT);“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“. 4. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) Windows სერვერები ჩაითვლება უპირატესობად; დ) Active Directory-ის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ე) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP); ვ) ელფოსტის პროტოკოლების ცოდნა; ზ) ქსელური სერვისები (DNS, DHCP) ჩაითვლება უპირატესობად; თ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT) ჩაითვლება უპირატესობად; ი) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; კ) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX ჩაითვლება უპირატესობად; ლ) Microsoft Certified Technology Specialist MCTS: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად; მ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ნ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“. 5. მე-15 მუხლის ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქსელური სერვისების (DNS, DHCP) საბაზო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP ) ცოდნა;“; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები