„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017279
25/ნ
13/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
430050000.22.022.017279
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №25/ნ

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17.07.2012; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016406) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მეცნიერთა   მიერ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების  განსახორციელებლად გრანტის გაცემის, კონკურსის გამართვისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.

2. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ (შემდგომში – კონკურსი) მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

3. კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ  სამეცნიერო მიმართულებებში:        

ა) მათემატიკა;

ბ) ინფორმატიკა;

გ) ფიზიკა;

დ) ქიმია;

ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;

ზ) ეკოლოგია;

თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

ი) აგრარული მეცნიერებანი.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წარმომდგენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში საჯარო სკოლა), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი და პროექტის ასისტენტი;

ბ) გენერალური დირექტორი –  ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) ექსპერტი − პირი, რომელიც აფასებს  კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს და შედის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში;

დ) პროექტის ხელმძღვანელი პროექტის წარმდგენი საჯარო სკოლის VIII – XII კლასების მოქმედი მასწავლებელი, რომელიც ხელმძღვანელობს  პროექტის განხორციელებას საჯარო სკოლაში და კოორდინაციას უწევს პროექტის მიმდინარეობასა და ფონდისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და წარდგენას;

ე) პროექტის მეცნიერ კონსულტანტი (შემდგომში მეცნიერი) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კვლევის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას უწევს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის ასისტენტსა და მოსწავლეებს;

ვ) პროექტის ასისტენტი დოქტორანტი ან მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და პროექტის შემოტანისას აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და განხორციელდება სასწავლო-კვლევითი გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

თ) პროექტი − საჯარო სკოლისა და პროექტის ხელმძღვანელის მიერ სასწავლო-კვლევითი  გრანტის მოპოვების მიზნით, ამ დებულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

ი) პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

კ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული კვლევისა და სასწავლო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება;

ლ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

მ) საანგარიშო პერიოდი საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროექტის ანგარიშს;

ნ) პროექტის ანგარიში – ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს;

ო) საკონკურსო კომისია ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც განიხილავს  პროექტებს პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების შესახებ;

პ) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებსა  და  ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს პროექტის განხორციელების პირობებს, მონიტორინგისა და ანგარიშგების წესს, პროექტის შეჩერების, დასრულების ან შეწყვეტის წესს.

ჟ)  კონკურსი − ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მიზანია საჯარო სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის, პროექტში ჩართული მოსწავლეების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით.

რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

ს) სასწავლო-კვლევითი გრანტი − ფონდის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებისთვის გადაცემული თანხა;

ტ) ტრანში პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები.

უ) ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.            


მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება
1.  სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი,  კონკურსის წესით.  კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2.  კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

3.  ფონდი უზრუნველყოფს:

ა)  კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის  ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;

გ) პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) საკონკურსო კომისიისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

5. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.


მუხლი 4. სუბიექტები
1. კონკურსში   პროექტის   შეტანა    შეუძლია   საჯარო სკოლას/სკოლებს.

2. პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს  კერძო სკოლაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კვლევაში ჩართოს თავისი მოსწავლეები. ამასთანავე, პროექტში მონაწილე კერძო სკოლა ვერ იქნება სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები და ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც გრანტის თანხების, ასევე მის ფარგლებში შეძენილი ქონების განაწილებაში.

3.  საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი.

4.    საჯარო სკოლა პროექტის განხორციელებისთვის იწვევს მეცნიერს და მეცნიერის მიერ ნომინირებულ პროექტის ასისტენტს.

5.  პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და მეცნიერს პროექტის განხორციელებაში.

6. პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის  და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში კონკურსის აუცილებელი პირობაა.

7.  საჯარო სკოლას, პროექტის ხელმძღვანელს, მეცნიერსა და პროექტის ასისტენტს კონკურსის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ერთ პროექტში მონაწილეობის უფლება.

8.  პროექტის წინამდებარე კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საჯარო სკოლა და პროექტის ხელმძღვანელი. 


მუხლი 5. საკონკურსო პირობები
1. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში შესაძლებელია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კერძო სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც.

2. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს.

3.  პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე  სასწავლო პროცესს.

4.  პროექტში მიეთითება კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 12 მოსწავლეზე ნაკლები.

5. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს.

6.   პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება რჩება პროექტში მონაწილე საჯარო სკოლას. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არ სრულდება საჯარო სკოლის ბაზაზე, პროექტით შეძენილი ქონება გადაეცემა იმ საჯარო  სკოლას, რომლის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში. პროექტში რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის შემთხვევაში, ქონების განაწილება უნდა განხორციელდეს საჯარო სკოლებს შორის წინასწარი შეთანხმების გზით.

7.  პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს გრანტის დასრულების შემდეგ სკოლის ბაზაზე მასწავლებლისა და მოსწავლეთა ერთობლივი კვლევითი ჯგუფის/ჯგუფების მდგრად ფუნქციონირებასა და განვითარებას. პროექტის განხორციელება და  კვლევის შედეგი უნდა გახდეს წინაპირობა სკოლის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი კლუბების დაარსების ან უკვე არსებული კლუბების გაძლიერების ხელშეწყობისათვის.

8. კვლევის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც საჯარო სკოლის, ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზედაც საჭიროა ბაზის მესაკუთრე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან წინასწარი წერილობითი თანხმობა (თუ იგი არ არის განმცხადებელი).  


მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
1.  პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს  როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის  შემდეგ მუხლებს:

ა) პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერისა და პროექტის ასისტენტის  საგრანტო დაფინანსება – რაც  გულისხმობს  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 40%-ს;

ბ) საქონელი და მომსახურება აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს   შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და მივლინების ხარჯებს;

გ) არაფინანსური აქტივები;

დ) ზედნადები ხარჯი – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის  ბიუჯეტის 7%-ს. პროექტში რამდენიმე საჯარო სკოლის მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადები ხარჯის განაწილება წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

2.  სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, ქირავნობა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.

3.   ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაერიცხებათ პროექტის ხელმძღვანელს, მეცნიერსა და პროექტის ასისტენტს მათ პირად საბანკო ანგარიშებზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა საჯარო სკოლას/სკოლებს, შესაბამის მიზნობრივ ანგარიშზე.

5. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საჯარო სკოლის ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის ბაზის გამოყენება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ.

6.    პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება როგორც ფულადი, ასევე არაფინანსური მონაწილეობის (in kind contribution) სახით საჯარო სკოლის, პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროექტის ასისტენტის ან მესამე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროექტთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი დადასტურება თანადაფინანსების ღირებულების მითითებით.


მუხლი 7. კონკურსის ეტაპები
კონკურსის  ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების რეგისტრაცია;

გ) პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ შეფასების პირველ ეტაპზე;

დ) მეორე ეტაპზე გადასული პროექტების პრეზენტაცია საკონკურსო კომისიის წინაშე პროექტის ხელმძღვანელების მიერ და საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა;

ე) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;

ვ)  სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. 


მუხლი 8. პროექტების შეფასება
1. პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად.

2. შეფასების პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობაა 25 მაქსიმალური ქულიდან 17 ან მეტი ქულის მიღება შეფასების პირველ ეტაპზე.

3. შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციას  საკონკურსო კომისიის წინაშე. საკონკურსო კომისია  პრეზენტაციას აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმებით.

4. პროექტის საბოლოო ქულა დაიანგარიშება პირველ და მეორე ეტაპებზე მიღებული ქულების დაჯამებით. 

5. გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ  პროექტებს.

6. ერთნაირი საბოლოო ქულის დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ის პროექტი, რომელსაც ნაკლები თანხა აქვს ფონდიდან მოთხოვნილი.


მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს  ამავე კონკურსის მონაწილე.

2. არ შეიძლება პროექტების შეფასების  და დამტკიცების  პროცესში მონაწილეობდეს საკონკურსო კომისიის წევრი:

ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან  ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე  სტრუქტურულ  ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი);

ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;

გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან  ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;

დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილის ნათესავია; პროექტში მონაწილის   წარმომადგენელია;  შრომით   ურთიერთობაშია პროექტში მონაწილესთან.

3.  ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა)  პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ)  მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ)  აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

4. საკონკურსო კომისიის წევრი  ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის  წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის  ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებულ  შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.


მუხლი 10. საგრანტო ხელშეკრულება
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის  მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებებთან. 

მუხლი 11. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს პროექტის შესრულების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს.

2. დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ფონდს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში წარუდგინოს პროექტის ანგარიში, რომელიც შეიცავს პროექტის შესრულების პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს და რომლის ფორმებს განსაზღვრავს ფონდი. 

3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.

4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.

5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ  ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში პროექტის ბიუჯეტის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით. იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსია, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს.


მუხლი 12. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:

ა) მოხდა შესაბამისი სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები დაწესებულების ლიკვიდაცია ან გაუქმდა მისი ავტორიზაცია;

ბ) სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს შორის გაფორმებულია შედარების აქტი (მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ) და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.


მუხლი 13. შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტის შეფასების კრიტერიუმები მოიცავს:

ა)  პირველ ეტაპზე პროექტის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს:

კრიტერიუმები

 

ცუდი

 

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკე-

თესო

შეფასება

და კომენტარი

 

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0, მაქსიმუმ 25 ქულა

1. პროექტის იდეა -  პროექტის თემატიკის შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან და მოსწავლეთა ასაკთან

 

 

 

 

 

 

 

2. პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრირებას

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებისათვის

 

 

 

 

 

 

 

4. პროექტის წევრების კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების, შესაბამისობა პროექტის მიზნებთან.

 

 

 

 

 

 

 

5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის (ეტაპების, ვადებისა და განხორციელების გზების), პროექტის ბიუჯეტისა და პროექტის ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი:

მაქსიმუმ 25

ქულა

მთლიანად პროექტის შემაჯამებელი შეფასება:

 

თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 25 ქულა.

შეფასების მეორე ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელი პირობაა პროექტმა მიიღოს 17 ან მეტი ქულა.

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც მეტ ქულებს დააგროვებენ თანმიმდევრულად მე-2, მე-3 და პირველ კრიტერიუმებში. ამ კრიტერიუმებშიც ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე გადავა ის პროექტი, რომელსაც ნაკლები თანხა აქვს ფონდიდან მოთხოვნილი.

ბ)  მეორე ეტაპზე პროექტის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს:

კრიტერიუმები

 

ცუდი

 

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკე-

თესო

შეფასება

და კომენტარი

 

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0, მაქსიმუმ 10 ქულა

1. კვლევითი ჯგუფის მდგრადობა

(სკოლის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი კლუბების დაარსების შესაძლებლობა)

 

 

 

 

 

 

 

 

1. კვლევის შედეგების გავრცელების მექანიზმი

 

 

 

 

 

 

 

თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. შეფასების მეორე ეტაპზე ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა.

პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე პროექტმა მიიღოს 6 და მეტი ქულა.

2.  კრიტერიუმების მიხედვით მისანიჭებელ ქულათა განმარტება:

ქულა

 

შეფასება

 

განმარტება

 

0

ცუდი

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

 

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები

2

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისა

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.

5

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო