„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019765
56
03/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
470230000.10.003.019765
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2017 წლის 3 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 32, 33, 34, 35 და 36 პუნქტები:

„32. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია ჰყავდეს სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი – კლინიკური მენეჯერი, რომლის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.

33. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, ამ მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული კლინიკური მენეჯერის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს ნებართვის გამცემს.

34. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელის მხრიდან ამ დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო პირობების სისტემატური დარღვევისას, ასევე აღნიშნული პირობების ერთჯერადი მძიმე დარღვევისას, ან ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთი დარღვევისას, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დადასტურებულია მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ხარვეზი, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ან/და პაციენტისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენება, ამ მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული აღნიშნული დაწესებულების  სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი – კლინიკური მენეჯერი, კანონმდებლობით  განსაზღვრული ვადით, სააგენტოს მიერ რეგისტრირდება სამართალდამრღვევი სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).

შენიშვნა: პასუხისმგებლობა ვრცელდება იმ კლინიკურ მენეჯერზე, რომელიც დარღვევის პერიოდში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

35. რეესტრში სამართალდამრღვევი ამ მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირის – კლინიკური მენეჯერის რეგისტრაცია ხორციელდება 3 წლის ვადით.

36. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს რეესტრი და უზრუნველყოს მისი საჯაროობა.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:  

„71. ნებართვის დანართი სამეანო-ნეონატალური მომსახურებისათვის გაიცემა მხოლოდ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი დოკუმენტის (მოწმობა) ფლობის შემთხვევაში, ამასთან  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელ დოკუმენტში (მოწმობა) მითითებული დონის შესაბამისი სერვისი. 

72. სტაციონარული დაწესებულების მიერ პერინატალური სერვისის რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი დოკუმენტის (მოწმობა) მოპოვების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

„6. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2018 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

7. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი იმ სტაციონარული დაწესებულებისათვის, რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის დონე  მიენიჭება 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“ გაიცემა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი შესაბამისი დოკუმენტის (მოწმობა) საფუძველზე, სხვა სათანადო დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.

8. ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2018 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „ახალშობილთა ინტენსიური მოვლა“, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

9. ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის მიმწოდებელი იმ სტაციონარული დაწესებულებისათვის, რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის დონე  მიენიჭება 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ნებართვის დანართი – „ახალშობილთა ინტენსიური მოვლა“ გაიცემა მაძიებლის მიერ, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, სანებართვო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით.

10. „სამეანო-ნეონატალური მომსახურებისა“ და „ახალშობილთა ინტენსიური მოვლის“ სანებართვო დანართის მაძიებელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფლობდა სანებართვო დანართებს საქმიანობებისათვის – „ნეონატოლოგიური მომსახურება“/„სამეანო მომსახურება“/„რეანიმაციული მომსახურება“ (იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებდა მხოლოდ ახალშობილთა რეანიმაციულ სერვისს), ვალდებულია, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, მიაწოდოს მას 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სანებართვო დანართები. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს სანებართვო რეესტრში სათანადო ცვლილების შეტანას.“.

2. დადგენილების №21 დანართი (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) განსაზღვრული ცხრილის:

ა) „საერთო სანებართვო პირობების“:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2

 

 

ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე – არანაკლებ 8 კვ.მ, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 კვ.მ, მელოგინეთა პალატაში -  ერთ მელოგინეზე არანაკლებ 11 კვ.მ, ხოლო ერთსაწოლიანი მელოგინის პალატის შემთხვევაში – 13 კვ.მ

პედიატრიული პაციენტისათვის განკუთვნილ პალატაში თავმდგმურის შემთხვევაში (საწოლი/სავარძელი თავდგმურისათვის)  – 11 კვ.მ.“;

ა.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9

 

 

 

 

ფუნქციონირებადი ლიფტი (მ.შ., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებლებისათვის – ფუნქციონირებადი ლიფტი შესაბამისი სათავსების ერთზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში.“;

 

ა.გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11

 

 

 

 

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე –  არანაკლებ 2 სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

სამეანო-ნეონატალური სერვისის შემთხვევაში, პაციენტთა სანიტარიულ კვანძთან დაკავშირებული მოთხოვნა განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის XVI ნაწილით.“;

12

 

 

 

სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან

 

ა.დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18

 

 

 

 

 

 

 

 

უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (რეანიმაცია, ახალშობილთა ინტენსიური მოვლა (NICU), საოპერაციო, ინდივიდუალური სამშობიარო ოთახები (ბლოკ-პალატები), ლიფტი, მიმღები, ლაბორატორია).“;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა.ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„21

 

 

 

 

 

კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა

 

 

 

ა) შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;

ბ) სისხლი და სისხლის კომპონენტები უნდა ინახებოდეს ამ მიზნით გამოყოფილ მაცივარში (ვერტიკალურ მდგომარეობაში), რომელიც უზრუნველყოფს შენახვის ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმს (4-6°C). პლაზმა უნდა ინახებოდეს საყინულე კამერაში ან დაბალ ტემპერატურულ (- 20 – – 80 0C) სპეციალურ საყინულე-მაცივარში.“;

ა.ვ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური, გინეკოლოგიური საქმიანობების განმახორციელებელს;

ბ) შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;

გ) ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) სერვისის მიმწოდებელს მოეთხოვება საკუთარი მობილური  რენტგენის აპარატი.“;

ა.ზ) 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი:  

„261

სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს სამართალდამრღვევი სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის რეესტრში

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.“;

ბ) ცხრილის – „დამატებითი სანებართვო პირობები“:  

ბ.ა) IV ნაწილი (ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) VIII1 (სამეანო მომსახურების შემთხვევაში, გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VIII ნაწილი) ერთად, დამატებით მოეთხოვებათ) ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) IX (რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1

 

 

 

სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის, რეანიმაციული საწოლები, რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში,  - ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი;

ახალშობილთათვის შესაბამისი სერვისის მიწოდება წარმოებს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის  (NICU) ფარგლებში;

დაწესებულების საწოლთა ფონდთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისზე.“;

ბ.დ) XV5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI (სამეანო-ნეონატალური მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) და XVII (ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) ნაწილები:

„XVI  

სამეანო-ნეონატალური მომსახურების შემთხვევაში,  სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

 

 

 

 

 

პერინატალური რეგიონალიზაციის  დონე

 (I, II ან III)

 

 

 

დონის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა სერვისების მიმწოდებელი განყოფილებებისაგან დამოუკიდებელი მიმღები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) სხვა განყოფილებების მიმღებისაგან დამოუკიდებელი მიმღები შესაბამისი სივრცეებით (მათ შორის, გასასინჯი, სანიტარიული კვანძი – საპირფარეშო ხელსაბანითა და საშხაპით), რომელიც უშუალოდ უკავშირდება  სამეანო-ნეონატალური სერვისის შემადგენლობაში არსებულ სხვა სათავსებს (მ.შ. ლიფტისა და კიბის საშუალებით – იმ შემთხვევაში, როცა სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სხვა ერთეულები და სამეანო მიმღები განთავსებულია სხვადასხვა სართულზე);

 

ბ) თუ სამეანო-ნეონატალური მიმღები განლაგებულია შენობის მე-2 და უფრო მაღალ სართულზე, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს პაციენტის ლიფტი (მიმღებ განყოფილებამდე პაციენტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად)

3

 

 

 

პალატა ორსულთა პათოლოგიის მართვისთვის

 

 

მოეთხოვებათ სპეციალიზებული მოვლის (II) და სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის  სერვისის მიმწოდებელ სუბიექტებს

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური სამშობიარო ოთახი (ბლოკ-პალატა),

რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამშობიარო ოთახის

(ბლოკ-პალატის) დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს მშობიარობის სამივე პერიოდის მართვასა და მშობიარობის შემდგომ (2 საათი) დედისა და ახალშობილის გარემოსთან ადაპტაციას. ის უნდა იყოს ინდივიდუალური

(ერთ მშობიარეზე გათვლილი), იზოლირებული და მისი აღჭურვილობა იძლეოდეს როგორც ფიზიოლოგიური, ისე  გართულებული მშობიარობის მართვისა და საჭიროების შემთხვევაში, ახალშობილისა და დედისათვის გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას

4.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფართობი არის არანაკლებ 27 მ2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის;  

ხოლო სერვისის იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებსაც შესაბამისი სანებართვო დანართი უკვე მოპოვებული აქვთ, ფართობი განისაზღვრება 18 მ2-ით 2020 წლის 1 იანვრამდე;

2020 წლის 1 იანვრიდან აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ყველა შესაბამისი სერვისის მიმწოდებლისათვის. ამასთან 27 მ2-დან არანაკლებ 20 მ2 უნდა მოდიოდეს საკუთრივ პალატის (სანიტარიული კვანძის გარდა) ფართობზე

4.2

პალატაში გამოყოფილია სივრცეები დედისა და ახალშობილისთვის

აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს იზოლირებული სივრცეების არსებობა. იზოლირებული სივრცეების არარსებობისას დაცული უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება

4.3

 

 

 

 

 

სპეციალური ტრანსფორმირებადი საწოლი მშობიარისათვის

 

 

 

 

საწოლს უნდა ჰქონდეს სამმხრივი მიდგომის შესაძლებლობა და ამასთან უნდა იძლეოდეს  მშობიარობისას  ინსტრუმენტული ჩარევის

(მაგ.: ვაკუუმექსტრაქცია, მაშები) საშუალებას

4.4

ჟანგბადის წყარო დედისთვის

 

4.5

 

 

სულ მცირე, თითო ჟანგბადისა  (ფლოუმეტრით) და ჰაერის წყარო ახალშობილისთვის

 

 

4.6

 

 

რეგულირებადი განათების წყარო ადეკვატური განათებულობის უზრუნველსაყოფად

 

განათება საკმარისია პაციენტის გამოსაკვლევად

4.7

 

 

 

ხელსაბანი ნიჟარა პერსონალისათვის, რომელიც აღჭურვილია თხევადი საპნის დისპენსერითა და ერთჯერადი ხელსასახოცით

 

 

4.8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სანიტარიული კვანძი დედისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სანიტარიული კვანძი – საპირფარეშო ხელსაბანითა და საშხაპით;

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის;

ხოლო სერვისის იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებსაც შესაბამისი სანებართვო დანართი უკვე მოპოვებული აქვთ,  შესაძლებელია

2 მოსაზღვრე/მიმდებარე სამშობიარო ოთახზე (ბლოკ- პალატაზე)  არსებობდეს მათ მომიჯნავედ/მიმდებარედ განთავსებული ერთი სანიტარიული კვანძი 2020 წლის 1 იანვრამდე;

2020 წლის 1 იანვრიდან აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ყველა შესაბამისი სერვისის მიმწოდებლისათვის

4.9

 

 

 

 

 

6 ერთიანი ან 3 ორიანი (დუპლექსი) ელექტრული როზეტი დედის სივრცისა და 6 ერთიანი ან 3 ორიანი (დუპლექსი) ელექტრული როზეტი – ახალშობილის სივრცისთვის

 

 

 

4.10

 

ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით

 

სამმხრივი მიდგომის შესაძლებლობით

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალშობილთა მოვლის პალატა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) გათვალისწინებულია ახალშობილების მოვლასთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის;

ბ) სპეციალიზებული მოვლის (II) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის შესაძლებელია ახალშობილთა მოვლის ოთახისა და ახალშობილთა სპეციალური მოვლის სერვისის ინტეგრირება, შესაბამისი (მე-9 პუნქტითა და აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული) მოთხოვნების დაცვით. ამ შემთხვევაში,  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება (ზონირება – ნიშით, შირმით, თეჯირით)

5.1

აღჭურვილია ახალშობილის საწოლებით

 

5.2

არის რეგულირებადი განათების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ განათებულობას

განათება საკმარისია პაციენტის გამოსაკვლევად (მ.შ. იძლევა ციანოზისა და სიყვითლის გამოვლენის საშუალებას)

5.3

აღჭურვილია სათანადო გათბობისა და კონდიცირების სისტემებით, რაც იძლევა სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის – 22–260C-ის უზრუნველყოფის შესაძლებლობას

აღჭურვილია თერმომეტრით

5.4

ტენიანობა არის 30-60%, (რეგულირებადი მუდმივ რეჟიმში)

აღჭურვილია სათანადო საზომი ხელსაწყოთი

5.5

არის სველი წერტილი (ნიჟარა)

თითოეული ნეონატალური მოვლის პალატაზე/სივრცეზე არანაკლებ ერთი

5.6

არის სამარაგო სივრცე

(მ.შ. კარადა/თარო) ახალშობილებისათვის საჭირო მასალის/ნივთების შესანახად

 სამარაგო სივრცე უნდა იძლეოდეს, სულ მცირე, ერთი დღის მარაგის შენახვის შესაძლებლობას 

5.7

არის ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით

სამმხრივი მიდგომის შესაძლებლობით

6

მელოგინის პალატა/პალატები, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

მელოგინის პალატად შეიძლება ჩაითვალოს სამშობიარო ოთახიც (ბლოკ-პალატა), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მშობიარობა/მშობიარობის შემდგომი მოვლა ხორციელდება/გრძელდება მხოლდ სამშობიარო ოთახის (ბლოკ-პალატის) ფარგლებში, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს;

პალატაში მელოგინეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მელოგინეს

6.1

 ახალშობილთა საწოლი

თითოეულ მელოგინეთა პალატაში განლაგებულია იმავე რაოდენობის ახალშობილთა საწოლი, რამდენიცაა მელოგინეთა საწოლი;

ასევე ტყუპი ახალშობილის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს  დამატებითი საწოლ(ებ)ის დადგმა

6.2

ყველა პალატას აქვს ინდივიდუალური სანიტარიული კვანძი დედისთვის

სანიტარიული კვანძი – საპირფარეშო ხელსაბანითა და საშხაპით;

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2020 წლის 1 იანვრიდან;

2020 წლის 1 იანვრიდან აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ყველა შესაბამისი სერვისის მიმწოდებლისათვის

7

იმუნიზაციის ოთახი ცივი ჯაჭვის უზრუნველყოფით

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

8

სამეანო-საოპერაციო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

მოეთხოვებათ მხოლოდ სპეციალიზებული მოვლის (II) და სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის

8.1

უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით და დაგეგმილი განათებით

 

8.2

საოპერაციო მაგიდა

 

8.3

აღჭურვილია საანესთეზიო მოწყობილობით, რომელიც იძლევა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრების მონიტორინგის საშუალებას (არტერიული წნევა არაინვაზიური მეთოდით გაზომვის უზრუნველყოფა, ელექტროკარდიოგრაფია, თერმომეტრია, პულსოქსიმეტრია, პლატიზმოგრამა, კაპნომეტრია, საანესთეზიო აგენტის გაზოანალიზი)

 

8.4

არის ადეკვატური კონდიცირებისა და ჰაერის ცვლის შესაძლებლობა

 

8.5

უზრუნველყოფილია სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი  (18-220)

საოპერაციო აღჭურვილია სათანადო საზომი ხელსაწყოთი

8.6

უზრუნველყოფილია სტაბილური ტენიანობა (35-70%)

საოპერაციო აღჭურვილია სათანადო საზომი ხელსაწყოთი

8.7

ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით

სამმხრივი მიდგომის შესაძლებლობით

9

ახალშობილთა სპეციალური მოვლის სერვისი (პალატა/განყოფილება), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

ა) მხოლოდ სპეციალიზებული მოვლის (II) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის;

ბ) შესაძლებელია ნეონატალური პალატისა და ახალშობილთა სპეციალური მოვლის სერვისის ინტეგრირება, შესაბამისი

 (ამ ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული) მოთხოვნების დაცვით

9.1

სათავსის დაგეგმარება იძლევა პერსონალის მიერ ახალშობილების დაკვირვებისა და მათთან მიდგომის საშუალებას. ფართობი ერთ ინკუბატორზე/ახალშობილის საწოლზე გადაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 4.5 მ2

 

10

ინტენსიური მოვლის პალატა დედებისთვის, რომელიც, ასევე იძლევა პოსტოპერაციული პაციენტის მოვლის საშუალებას

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს სპეციალიზებული მოვლის (II) და სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის

11

ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისი (NICU)

მოეთხოვებათ სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის სერვისის მიმწოდებელ სუბიექტებს

12

„რეანიმაციული“ სერვისის უზრუნველყოფა

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის;

კლინიკას უნდა ჰქონდეს ზოგადი რეანიმაციული განყოფილება

13

ზედაპირები (მ.შ. იატაკის, კედლების, ოთახში განთავსებული ინვენტარის ზედაპირები) ექვემდებარება რეცხვასა და დამუშავებას

 

14

ახორციელებს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის შესაბამის სერვისს

გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა

 

XVII

ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს:

ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ აღნიშნული სერვისის მიწოდება შესაძლებელია:

ა) პერინატალურ ცენტრში, რომელიც წარმოადგენს მრავალპროფილიანი სტაციონარის (ქვეტიპი „AC“) ან რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარის (ქვეტიპი „AD“) („სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანება) ნაწილს. ამასთან  აღნიშნული სტაციონარის საწოლფონდი უნდა იყოს 150 ან მეტი. ამ საწოლფონდის 1/5-ს ან მეტს უნდა შეადგენდეს  სამეანო საწოლები.  ცენტრი  უზრუნველყოფს ორსულობისა და მშობიარობის მძიმე გართულებების ინტერდისციპლინური მართვისათვის მაღალსპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. პერინატალური ცენტრი ახორციელებს სამეანო და ნეონატალურ მოვლას როგორც ფიზიოლოგიური, ისე რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში, ასევე  რეფერირებული პაციენტების მართვას. აღნიშნული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა გააჩნდეთ ახალშობილთა ინტენსიური მართვის (NICU) ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.), ინტენსიური მოვლისა და კრიტიკული მდგომარეობების მართვის ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.) დედებისათვის და მძლავრი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, ასევე თერაპიული და ქირურგიული პროფილის სპეციალისტებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) პედიატრიულ მრავალპროფილიან სტაციონარებსა (ქვეტიპი „AC1“) და პედიატრიულ რეფერალურ მრავალპროფილიან სტაციონარებში (ქვეტიპი „AD1“) („სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანება), რომლებსაც გააჩნიათ ახალშობილთა ინტენსიური მართვის (NICU) ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.) და ახორციელებენ ინტენსიური/კრიტიკული ნეონატალური სერვისის მიწოდებას, მათ შორის, რეფერირებული პაციენტების შემთხვევაში. ამ დონეზე უნდა განხორციელდეს ყველა იმ ახალშობილის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური/კრიტიკული მოვლა ან აქვს ძალზე მცირე მასა       (<1500 გ) და/ან  დაბალი გესტაციური ასაკი (<34 კვირა);

გ) ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) მიმწოდებელ სპეციალიზებულ სტაციონარში, რომელსაც სტაციონარული დაწესებულების ნებართვა (სანებართვო დანართით) მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე. ამ დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს ყველა იმ ახალშობილის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური/კრიტიკული მოვლა ან აქვს ძალზე მცირე მასა      (<1500 გ) და/ან  დაბალი გესტაციური ასაკი (<34 კვირა)

1

სივრცეები ინტენსიური მოვლის, შუალედური მოვლისა და გახანგრძლივებული მოვლის დონის შესაბამისი სერვისების მიწოდებისათვის

ინტენსიური მოვლის, შუალედური მოვლისა და გახანგრძლივებული მოვლის დონის შესაბამისი სერვისებისათვის განიხილება როგორც იზოლირებული სივრცეების (დამოუკიდებელი დარბაზი) არსებობა, ასევე ინტენსიური და შუალედური მოვლის სერვისებისათვის ერთიანი სივრცის (დარბაზის) არსებობა. ამ შემთხვევაში,  გახანგრძლივებული მოვლის სერვისის მიწოდება უნდა განხორციელდეს იზოლირებულ სივრცეში (დარბაზი)

2

ფართობი ერთ საწოლზე გაანგარიშებით არანაკლებ 6 მ2, ხოლო საწოლებს შორის დაშორება – არანაკლებ 1.2 მ

არსებული სივრცობრივი დაგეგმარება უნდა იძლეოდეს დედის განთავსების (მაგალითად, სავარძელი) საშუალებას

3

არანაკლებ 6 ინტენსიური მოვლის საწოლი

ინტენსიური მოვლის საწოლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როგორც შუალედური, ასევე გახანგრძლივებული მოვლის საწოლების რაოდენობას  (ინტენსიური მოვლის საწოლების რაოდენობა უნდა იყოს ყველაზე მცირე)

4

არანაკლებ 6 შუალედური მოვლის საწოლი

შუალედური მოვლის საწოლების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ინტენსიური მოვლის საწოლების რაოდენობას, მაგრამ არ უნდა იყოს გახანგრძლივებული მოვლის საწოლებზე მეტი

5

არანაკლებ 6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლი

 

6

ინტენსიური მოვლისა და შუალედური მოვლის თითოეული საწოლი აღჭურვილ უნდა იქნეს, სულ მცირე,

1 პანელით: უარყოფითი წნევის

2 პორტი (ან 2 ელექტროამომქაჩი),  2 ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით,  

2 შეჭმუხნული ჰაერი, 8 დენის წყაროს მიმღები, მონიტორისა და ტუმბოს სამაგრი (საკიდით ან სადგამით)

 ყოველ შემდგომ ინტენსიური მოვლის/შუალედური მოვლის საწოლზე ემატება 1 პანელი

7

გახანგრძლივებული მოვლის ყველა საწოლი აღჭურვილ უნდა იქნეს, სულ მცირე, 1 პანელით:

1 ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით და  4 დენის წყაროს მიმღები

ყოველი შემდგომი გახანგრძლივებული მოვლის  საწოლზე ემატება  1 პანელი

8

ელექტროამომქაჩი ან უარყოფითი წნევის პორტი

სულ მცირე, 2 ელექტროამომქაჩი ყოველ 6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე. ყოველ შემდგომ ≤3 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე ემატება 1 ელექტროამომქაჩი

9

ინკუბატორი 6 პორტით ინტენსიური თერაპიის ორმაგი კედლით, რენტგენის ფირის ჩასადებით, ტემპერატურის სერვოკონტროლით, რეგულირებადი ტენიანობით, დახრის რეგულირებით

აღნიშნული პარამეტრების მქონე არანაკლებ 2 ინკუბატორი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით ერთი შესაბამისი ინკუბატორი)

 

10

სტანდარტული ინკუბატორი

6 პორტით

 

ა) სულ მცირე,  4 სტანდარტული ინკუბატორი ყოველ

6 ინტენსიური მოვლის საწოლზე;

ბ) ყოველ შემდგომ  დამატებით ინტენსიური მოვლის საწოლზე ორმაგკედლიანი და სტანდარტული ინკუბატორი ემატება შემდეგი პრინციპით:

- დამატებით 1 საწოლზე -

1 ორმაგკედლიანი ინკუბატორი;

- დამატებით 2 საწოლზე -

1 ორმაგკედლიანი და

1 სტანდარტული ინკუბატორი;

დამატებით 3 საწოლზე -

1 ორმაგკედლიანი და

2 სტანდარტული ინკუბატორი;

- დამატებით 4 საწოლზე -

 2 ორმაგკედლიანი და

 2 სტანდარტული ინკუბატორი;

- დამატებით 5 საწოლზე -

2 ორმაგკედლიანი და

3 სტანდარტული ინკუბატორი;

- დამატებთ 6 საწოლზე -

2 ორმაგკედლიანი და

4 სტანდარტული ინკუბატორი და ა.შ.;

გ) სულ მცირე, 6 სტანდარტული ინკუბატორი  ყოველ

6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით ერთი შესაბამისი ინკუბატორი);

დ) სულ მცირე, 1 სტანდარტული ინკუბატორი  გახანგრძლივებული მოვლის სივრცეზე (დარბაზზე)

11

 ღია რეანიმაციული სისტემა /საწოლი/ ტემპერატურის სერვოკონტროლით

 

ა) სულ მცირე, 2 ყოველ

6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით

1 ღია რეანიმაციული სისტემა /საწოლი/ ტემპერატურის სერვოკონტროლით);

ბ) სულ მცირე, 1 ყოველ

6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤6 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით

1 ღია რეანიმაციული სისტემა /საწოლი/ ტემპერატურის სერვოკონტროლით);

გ) სულ მცირე,

1  გახანგრძლივებული მოვლის სივრცეზე (დარბაზზე)

12

ნეონატალური მონიტორი

 (T; P; T/A;  RR ინვაზიური და არაინვაზიური;  SP02)

 

ა) სულ მცირე, 6 ნეონატალური მონიტორი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე,

მათგან მინიმუმ 2  წნევის ინვაზიური მონიტორინგისათვის (ყოველ შემდგომ 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით ერთი ნეონატალური მონიტორი, მათგან ≤3 საწოლზე, სულ მცირე, 1 წნევის ინვაზიური მონიტორინგისათვის);

ბ) სულ მცირე, 6 ნეონატალური მონიტორი ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით ერთი ნეონატალური მონიტორი); არ არის საჭირო  წნევის ინვაზიური მონიტორინგი;

გ) სულ მცირე, 2 ნეონატალური მონიტორი ყოველ 6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე დამატებით ერთი ნეონატალური მონიტორი); არ არის საჭირო  წნევის ინვაზიური მონიტორინგი

13

ნეონატალური მართვითი სუნთქვის აპარატი

ა) სულ მცირე, 4 სუნთქვის აპარატი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე, მათ  შორის, 1 სასურველია იყოს მაღალსიხშირიანი ოსცილაციის ოფციით  (ყოველ შემდგომ 3 ინტენსიური მოვლის საწოლზე – 2 სუნთქვის აპარატი. ყოველ შემდგომ ≤6 ინტენსიური მოვლის საწოლზე 1 სუნთქვის აპარატს სასურველია ჰქონდეს მაღალსიხშირიანი ოსცილაციის ოფცია);

ბ) დამატებით ყველა კლინიკას მოეთხოვება 1 სარეზერვო ხელოვნური სუნთქვის აპარატი

14

NCPAP აპარატი

სულ მცირე, 2 NCPAP აპარატი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 ინტენსიური მოვლის საწოლზე 1 NCPAP აპარატი)

15

ჰაერ-ჟანგბადის გამათბობელი და დამატენიანებელი 

ა) სულ მცირე, 6  – ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე 1 ჰაერ-ჟანგბადის გამათბობელი და დამატენიანებელი);

ბ) სულ მცირე, 3  – ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤2 შუალედური მოვლის საწოლზე 1 ჰაერ-ჟანგბადის გამათბობელი და დამატენიანებელი)

16

ჰაერ-ჟანგბადის შემრევი

 

ა) სულ მცირე, 6 შემრევი – ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე 1 ჰაერ-ჟანგბადის შემრევი);

ბ) სულ მცირე, 2 შემრევი – ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 შუალედური მოვლის საწოლზე 1 ჰაერ-ჟანგბადის შემრევი)

17

ნეონატალური ამბუს ტომარა შესაბამისი ზომის ნიღბებით

 

ა) სულ მცირე, 6 ტომარა ნიღბებით – ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით 1 ნეონატალური ამბუს ტომარა შესაბამისი ზომის ნიღბებით);

ბ) სულ მცირე, 2 ტომარა ნიღბებით – ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით 1 ნეონატალური ამბუს ტომარა შესაბამისი ზომის ნიღბებით);

გ) სულ მცირე, 1 ტომარა ნიღბებით – ყოველ 6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე დამატებით 1 ნეონატალური ამბუს ტომარა შესაბამისი ზომის ნიღბებით)

18

ელექტროსასწორი

 

ერთი თითოეული იზოლირებული სივრცის (დარბაზის) ფარგლებში

19

1 სინათლის წყარო

მობილური;

ერთი ინტენსიური მოვლის განყოფილების (NICU) ფარგლებში

20

სატურომეტრი

სულ მცირე, 1 თითოეული დონის (ინტენსიური, შუალედური და გახანგრძლივებული მოვლის სერვისები)  ფარგლებში

21

ნეგატოსკოპი

ერთი სერვისის ფარგლებში ინტენსიური მოვლის განყოფილების (NICU) ფარგლებში

22

გადაუდებელი დახმარების მაგიდა

სულ მცირე, 1 თითოეულ დონეზე (ინტენსიური, შუალედური და გახანგრძლივებული მოვლის სერვისები) 

23

ნეონატალური ლარინგოსკოპი (ყველა ზომის სოლებით) თითოეული გადაუდებელი დახმარების მაგიდაში

 

24

მაცივარი მედიკამენტებისათვის

სულ მცირე, 1 თითოეულ დონეზე (ინტენსიური, შუალედური და გახანგრძლივებული მოვლის სერვისები) 

25

მაცივარი ბავშვთა კვებისათვის

ა) სულ მცირე, 1 თითოეულ დონეზე (ინტენსიური, შუალედური და გახანგრძლივებული მოვლის სერვისები);

ბ) ბავშვთა კვების ოთახის არსებობისას  საკმარისია 1 მაცივარი ბავშვთა კვების ოთახში

26

სტერილიზატორი ახალშობილთა კვებისათვის განკუთვნილი ბოთლებისათვის

მოეთხოვება, სულ მცირე, 2 ინტენსიური მოვლის განყოფილების (NICU) ფარგლებში

27

ფოტოთერაპიის აპარატი

 

ა) სულ მცირე, 1 აპარატი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤6 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით 1 აპარატი);

ბ) სულ მცირე, 1 აპარატი ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤6 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით 1 აპარატი);

გ) სულ მცირე, 1 აპარატი  გახანგრძლივებული მოვლის სივრცის (დარბაზის) ფარგლებში

28

გლუკომეტრი

სულ მცირე, ერთი თითოეულ დონეზე (ინტენსიური, შუალედური და გახანგრძლივებული მოვლის სერვისები)

29

მობილური  რენტგენის აპარატი

სტაციონარში ასეთი აპარატის არსებობისას ცალკე  აპარატის არსებობა აუცილებელი არ არის

30

ულტრასონოგრაფიის აპარატი (ნეიროსონოსკოპიისა  და ექოკარდიოგრაფიის მიმღებით/გადამწოდით)

სტაციონარში ასეთი აპარატის არსებობისას ცალკე  აპარატის არსებობა აუცილებელი არ არის

31

ხელების სადეზინფექციო ხსნარის (უალკოჰოლო) დისპენსერი

სულ მცირე, ერთი თითოეული იზოლირებული სივრცის (დარბაზის) ფარგლებში; ფუნქციონირებადი და შევსებული

32

ერთჯერადი ხელსახოცის დისპენსერი

სულ მცირე, ერთი თითოეული იზოლირებული სივრცის (დარბაზის) ფარგლებში ფუნქციონირებადი და შევსებული

33

სტეტოსკოპი

ყველა ახალშობილთან

34

ინფუზომატი (მოცულობითი)

 

ა) სულ მცირე, 6 ინფუზომატი ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით 1 ინფუზომატი);

ბ) სულ მცირე, 2 ინფუზომატი ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით 1 ინფუზომატი)

35

შპრიცის ტუმბო (პამპი)

 

ა) სულ მცირე, 12 შპრიცის ტუმბო (პამპი) ყოველ 6 ინტენსიური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ დამატებით 1 ინტენსიური მოვლის საწოლზე დამატებით 2 შპრიცის ტუმბო (პამპი));

ბ) სულ მცირე, 6 შპრიცის ტუმბო (პამპი) ყოველ 6 შუალედური მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ დამატებით 1 შუალედური მოვლის საწოლზე დამატებით 1 შპრიცის ტუმბო (პამპი));

გ) სულ მცირე, 2 შპრიცის ტუმბო (პამპი) ყოველ 6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე (ყოველ შემდგომ ≤3 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე დამატებით 1 შპრიცის ტუმბო (პამპი))

36

ექიმ-სპეციალისტთა პანელი: ბავშვთა

კარდიოლოგ-რევმატოლოგი, ბავშვთა ქირურგი,

ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ბავშვთა ფთიზიატრი-პულმონოლოგი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი, ნეიროქირურგი, ბავშვთა უროლოგი, რადიოლოგი

უზრუნველყოფილია 24/7 ხელმისაწვდომობა ადგილზე ან გამოძახებით

 

37

ახალშობილთა ინტენსიური მოვლის 6 საწოლზე 3 ექთანი

 

ა) 1 ექთანი: 2 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე, 1 ექთანი:

3 ახალშობილი არამართვით სუნთქვაზე;

ბ) ყოველ შემდგომ ≤2 მართვით სუნთქვაზე მყოფ ახალშობილზე დამატებით 1 ექთანი; ყოველ შემდგომ ≤3 ახალშობილზე არამართვით სუნთქვაზე დამატებით 1 ექთანი

38

ახალშობილთა შუალედური მოვლის 4 საწოლზე – 1 ექთანი

ყოველ შემდგომ ≤4 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე დამატებით 1 ექთანი

39

ახალშობილთა გახანგრძლივებული

მოვლის  6  საწოლზე  - 1 ექთანი

ყოველ შემდგომ ≤6 გახანგრძლივებული მოვლის საწოლზე დამატებით 1 ექთანი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი