დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №126
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №6) სამინისტროს აპარატის გარდა განთავსებულნი არიან სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნება დაერთოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შენობის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, დასუფთავების ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები