დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017270 |
|
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/09/2016; ს/კ: 430030000.22.022.017184) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 და სპეციალური პროგრამის შექმნამდე ყოველ მომდევნო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა); ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს; გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ანკეტის ფორმას, რომელიც განთავსდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს: გ.ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: გ.ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება; გ.ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი; გ.ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ.ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით; გ.ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი; გ.გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში; გ.დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ; გ.ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე; გ.ვ) სწავლის საფასური; გ.ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნის გამოცდა; გ.თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა; გ.ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით; გ.კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები; გ.ლ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია; დ) საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, ისე რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ ჩარიცხავს აპლიკანტებს, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას; ვ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანკეტას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 14 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები