დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016199 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2016 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016195) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც, როგორც წესი, გამგებლის მოადგილეა და მუნიციპალიტეტში კურირებს სოციალურ საკითხებს.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 6 (ექვსი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.“ დ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. ე) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია, თუ: ა) იგი ზედიზედ სამჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) საბჭოს წევრი - გამგეობის თანამდებობის პირების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები; გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიერ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; ე) გარდაიცვალა.“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები