დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016934 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
|
1.
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;“. |
2.
მე-13 მუხლის:
|
ა)
მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში – რკინიგზით გადაადგილებული საქონლისათვის;“; |
ბ)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა დასტურდება რკინიგზის მიერ: ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით; ბ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის დადასტურება ელექტრონული მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია – სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა ზედნადების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს; გ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით – რკინიგზის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.“. |
3.
მე-17 მუხლის:
|
ა)
პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვა შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით. 2. სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს.“; |
ბ)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.“; |
გ)
მე-4 პუნქტის: |
გ.ა)
„ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):“; |
გ.ბ)
„ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):“; |
გ.გ)
„ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადებისას მოწმობის დამოწმების თარიღიდან.“. |
4.
მე-20 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.“. |
5.
59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით, შეიძლება მოექცეს საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან შენახულ იქნეს დროებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები