„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016217
13/04
02/02/2017
ვებგვერდი, 02/02/2017
220090000.18.011.016217
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №13/04

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 6281 მუხლების და „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61, 62, 63, 64 და 65 პუნქტები:

„61. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

 62. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6281 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

64. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

65. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის N2/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე