დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022992 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №115
201 7 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
2. შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა 2016 წელთან შედარებით განხორციელდეს მხოლოდ საშტატო რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე. აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით შტატგარეშე მოსამსახურეთა აყვანა მოხდეს მხოლოდ დროებით მოვალეობათა/ამოცანათა შესასრულებლად და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №429 და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 მარტის №451 განკარგულებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები