კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/9
27/01/2017
ვებგვერდი, 02/02/2017
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერელური დირექტორის

 ბრძანება №2/9

2017 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,  ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის  №02  ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის  „ა“  პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების   დანართში  მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

 

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4)  

 გენერალური დირექტორი                                                                           ნიკოლოზ ანთიძე    

  

დანართი №1

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

 

1.

15595942_1693291747363262_1714766078_o

ილია შავერდოშვილის სახელობის  სკოლა


ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ენისელი
(დანართ N2-ში მითითებულ საზღვრებში)

არქიტექტურის/ მემორიალური

XIX ს-ის ბოლო, XX ს-ის დას.

 

2.

,,სურბ–სარქისის“ ეკლესია


გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაზისუბანი

არქიტექტურის

XIX-საუკუნის დასაწყისი

 

3.

მაროდიშის ეკლესია


მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.  ძველი ქანდის სასაფლაოზე

არქიტექტურის

გვიანი შუა საუკუნეები (XVIII ს.)

 

4.

DSCN6663

ნაეკლესიარი


ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. კალოთა

არქიტექტურის

XI–XIII სს

 

5.

DSCN8978

წმ. დემეტრეს ეკლესია


კასპის მუნიციპალიტეტი,  სოფ. საქადაგიანო

არქიტექტურის

ეკლესია  - 1498 წ.  კარიბჭე - XVII ს-ის ბოლო - XVIII ს. კედლის მხატვრობა - XV –XVII სს.

 

6.

1

“წმ. გიორგის ეკლესია”


თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუშეტი

არქიტექტურის

XIX- ს.

 

7.

კოშკი-სამრეკლო


კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოვლე

არქიტექტურის

გვიანი შუა საუკუნეები

 

 

დანართი №2

ილია შავერდოშვილის სახელობის სკოლა,

შენობის კულტურული  თვალსაზრისით ღირებული ნაწილი